02:48 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 13:45:23, 1102 ნახვა

სამართალი
შსს-ს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება

საქართველოს პარლამენტმა დღეს“უმაღლესი განათლების შესახებ” და “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლეს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს აღარ განახორციელებს და პროფესიული მომზადების კომპონენტის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

„ცვლილებების შემუშავება სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესით არის განპირობებული, რომლის მიზანია გამოძიების ხარისხის გაზრდა, პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბება.

შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პოლიციელთა მომზადება და მართლწესრიგის დაცვის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება აკადემიის მატერიალური და ადამიანური რესურსების მთლიანად პროფესიული მომზადების/გადამზადებისკენ მიმართვას მოითხოვს. აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები კი სწავლას სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ“, - აცხადებენ შსს-ში.

 

 


(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics