02:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 09:53:11, 1812 ნახვა

ეკონომიკა
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, მას მხარი 78 პარლამენტარმა დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტი, მის თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან ერთად, პარლამენტარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, აღნიშნული საკანონდებლო ინიციატივა საპენსიო რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არსებული სოციალური სისტემის სრულყოფაა. „დაგროვებითი პენსია იქნება სისტემის შემავსებელი სვეტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, ღირსეული პენსიის უზრუნველყოფას უპასუხებს. დღეს არსებულ საპენსიო სისტემას გააჩნია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები სამართლიანობის, ეფექტიანობის და ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება და საშულებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი. ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, დაგროვებითი პენსია ყველაზე ოპტიმალურ მოდელს წარმოადგენს საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით. წინააღმდეგ შემთხევაში, მხოლოდ სოციალური პენსიის მეშვეობით ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდა, ან თუნდაც შენარჩუნება, არარეალისტური იქნება.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად მნიშვნელოვნად, 50 პროცენტამდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.

კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით. კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული. აღსანიშნავია, რომ საპენსიო შენატანი, გენერირებული საინვესტიციო ამონაგები და თავად საპენსიო განაცემები გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, რაც მნიშვნელოვანია სტიმულია სახელმწიფოს მხრიდან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics