|
2018-07-20 14:32:07, 977 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.ღ.-ს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, ბრალის წარდგენის პროცესს დაკავებულის მშობლები და ადვოკატები ესწრებოდნენ. როგორც ბრალდებულის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, მის შვილს ცრუ ჩვენება არ მიუცია და ბრალს არ აღიარებს. „ცრუ ჩვენება არ მიუცია და ბრალს არ აღიარებს. სასამართლოში ის თქვა, რაც დაინახა“, - განაცხადა დ.ღ.-ს დედამ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრულწლოვანი დ.ღ. გუშინ დააკავეს. უწყების მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და ცრუ ჩვენება მისცა. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით. გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)