|
2015-06-02 20:30:54, 443 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე დასმული კითხვების გასაქარწყლებლად, ყოველწუთიერად ვიმუშავებთ
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების სახით, საქართველოს დიდი რესურსი გააჩნია. - ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, ყოველწუთიერად იმუშავებენ იმ კითხვის ნიშნების გასაქარწყლებლად, რომელიც საქართველოს პერსპექტივის თაობაზე ისმევა. „მნიშვნელოვანია ევროპული თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმება, ეს არის ის რესურსი, რაც ჩვენ ხელთ გაგვაჩნია. ამ რესურსისთვის ფასის დაკარგვა და კითხვის ნიშნების დასმა, ეს უკვე იმ იდეოლოგიური, თუ პროპაგანდისტული კამათის ნაწილია, რომელზეც მე და პრეზიდენტმა დეტალურად ვისაუბრეთ. ეს კითხვის ნიშნები ისმევა არა იმიტომ, რომ მართლაც ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი რესურსი, ან იმაზე ნაკლები რესურსი გაგვაჩნია, ვიდრე გააჩნდათ ჩვენს აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს, ან ჩვენ ბალტიისპირელ კოლეგებს, შესაძლებელია მეტი რესურსიც გაგვაჩნია, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში პოლიტიკრუად და იდეოლოგიურად უნდათ ამ საკითხებზე კითხვის ნიშნების დასმა და იმის ჩვენება თითქოს ჩვენი პერსპექტივა არის ხელმოცარული. მე მინდა ძალიან ნათლად ვთქვა, როგორც ვიზალიბერალიზაციის, ისევე ჩვენი სავაჭრო პარტნიორობის საშუალებით, ჩვენ ძალიან დიდი არსენალი გაგვაჩნია როგორც ქვეყანას. ამის შემდეგი ნაბიჯია პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან. დღეს ყველა მზადაა ამისთვის.არის ქართული მხარის ძალიან ნათელი პოზიცია, რომ ჩვენ მივალთ საბოლოო წერტილამდე. ჩვენ ყოველწუთიერად ვიმუშავებთ იმ კითხვის ნიშნების გასაქარწყლებლად, რომელიც საქართველოს პერსპექტივის თაობაზე ისმევა, ეს ხდება როგორც მმართველი კოალიციის მიერ პარლამენტში, ასევე მთავრობის მიერ, და ბუნებრივია ჩემს მიერ როდესაც ვადასტურებთ და ვაქარწყლებთ იმ ეჭვებს რაც შეეხება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)