|
2018-07-19 12:00:29, 941 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ბელარუსის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და ბელარუსის ფინანსთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, სტუმარს გააცნო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტები. საუბარი შეეხო როგორც ფინანსთა სამინისტროში, ისე ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებს, რომელთა მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. ყურადღება ასევე გამახვილდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით საქართველოში მიღწეულ პროგრესზე. ბელარუსის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობები და აღნიშნა, რომ ბელარუსისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით. დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორი უწყების ხელმძღვანელთა პირველი შეხვედრა ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაღრმავებას და საქართველოსა და ბელარუსის ფინანსთა სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეფექტური თანამშრომლობის გაძლიერების კიდევ ერთი საფუძველი გახდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)