|
2018-07-18 15:30:30, 1148 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში მაღალი რანგის რეგიონალური დიალოგი თემაზე „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა“ გაიმართა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გახსნა მაღალი რანგის რეგიონალური დიალოგი თემაზე: „ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ჩართულობა", რომელიც ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership), ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით მიღწევების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების განხილვა, როგორც რეგიონის და სხვა პარტნიორი ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. რეგიონალურ დიალოგში მონაწილე ქვეყნების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ფისკალური გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების საკითხებზე. საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ რეფორმებზე და განიხილეს მათი მხარდაჭერის შესაძლებლობები, ხოლო ღია ბიუჯეტის კვლევის მონაწილე ქვეყნების ექსპერტებმა ისაუბრეს ფისკალური გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმატებით ხორციელდება, რასაც ადასტურებს ღია ბიუჯეტის კვლევის 2017 წლის შედეგები. საქართველომ 82 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და 2006 წელს მინიმალური გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წელს გადაინაცვლა ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და ნორვეგია). თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საჯარო ფინანსების მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების, არსებული გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ. შეაფასა ის წარმატებული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გაიარა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა, დონორი საფინანსო ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას და მხარდაჭერას, ასევე გამოთქვა მზაობა, საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველომ გაუზიაროს გამოცდილება პარტნიორ სახელმწიფოებს.
(NS)
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)