|
2018-07-18 13:44:44, 1036 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასების შედეგებზე გამართული პრეზენტაცია ივანე მაჭავარიანმა გახსნა
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების შეფასება ადასტურებს, რომ საჯარო ფინანსების მართვა პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოსთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ანგარიში წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული თვითშეფასების შედეგს, რომელიც დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ PEFA-ს სამდივნოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების მეთოდოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს შეუძლია ობიექტური ინფორმაცია მიიღოს საჯარო ფინანსების მართვაში მიღწევებისა და გამოწვევების შესაფასებლად. მისი თქმით, ანგარიშგების 2017 წლის შეფასება მიუთითებს იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანამ გაიარა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით. 2017 წელს სახელმწიფო ფინანსების მართვის განხორციელებასთან დაკავშირებით თვითშეფასება ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტთან და სახელმწიფო აუდის სამსახურთან ერთად განახორციელა. „2018 წელს მსოფლიო ბანკმა გადაამოწმა აღნიშნული შეფასება და დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ნამდვილად აისახა საქართველოს ფინანსების მართვის მენეჯმენტზე. ყველა იმ ინდიკატორში, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოს აქვს გაუმჯობესება და მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ მიერ გადადგმული რეფორმები წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო შეფასება კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. PEFA შეფასების ანგარიში საქართველოსთვის წარმოადგენს პირველ ანგარიშს, რომელიც PEFA-ს ხარისხის უზრუნველყოფის ახალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მიღებული აქვს შეფასება PEFA CHECK.
(NS)
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)