02:48 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 22:39:34, 1450 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძე: მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად პროკურატურაში ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა.

როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან თადუმაძეს საქმის მასალები გააცნო და მისგან საქმის დეტალური გამოძიების პირობა მიიღო.

"დღეს, სამწუხაროდ, საქმის ახალი პროკურორები არ გამოცხადნენ შეხვედრაზე, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა და კონკრეტული პასუხები უნდა მიმეღო, მაგრამ შევხვდი ახალ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, რომელთანაც ვისაუბრე დეტალებზე. მითხრა რომ გაეცნობა საქმეს თავიდან ბოლომდე და სრული პასუხისმგებლობით საქმეს აიყვანს პირად კონტროლზე", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics