01:49 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 12:42:48, 724 ნახვა

სამართალი
შსს-მ გლდანში მომხდარი ყაჩაღობისთვის 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 15 ივლისს გლდანში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივლისს მოქალაქე დ.ც.-ს ორი პირი დაესხა თავს, ცივი იარაღის მუქარით ფულადი თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები 1994 წელს დაბადებული ნ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ. სამართალდამცველების მიერ მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა  დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და დანაშაულებრივი გზით წაღებული თანხის ნაწილი. მიმდინარეობს ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები დარჩენილი გატაცებული თანხის ამოღების მიზნით.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics