|
2018-07-17 09:36:36, 830 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და რეფორმების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედკალი აბილგაზიევმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე. სამინისტროს ცნობით, მაჭავარიანმა სტუმარს გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით, რომელსაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად პარლამენტმა ახლახან ნდობა გამოუცხადა. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ფინანსთა მინისტრს წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ პრეზენტაციას, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებებით ფინანსთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებს. ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციაცა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში OGP-ის სამიტის ფარგლებში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წამომადგენლები იმყოფებიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)