|
2018-07-14 18:32:38, 1138 ნახვა
სამართალი
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი შსს-დან გაათავისუფლეს
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი, მათ შორის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი, სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. „მოგეხსენებათ, გუშინ დეპუტატებმა დასვეს კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, ეს გახლავთ კოკა კობალაძის ქეისი. ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინ და გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი გუშინ იქნა დადგენილი გენერალური ინსპექციის ძიების შედეგად და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია სისტემისთვის, ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმაღლესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვნილი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან, რამეთუ მსგავსი საქციელის ჩამდენი ადამიანების ადგილი სამინისტროში არ არის“, - განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, საქმის მასალები პროკურატურას გადაეცა. „გარდა ამისა, ყველა მასალა, რომელიც იქნა მოპოვებული გენერალური ინსპექციის მიერ, გადაეცა მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ითანამშრომლებს გენერალურ პროკურორთან, თუ მსგავსი ფაქტი, რომელზეც კოკა კობალაძე მიუთითებს, დადასტურდება“, - დასძინა გიორგი გახარიამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)