|
2015-06-02 09:39:04, 415 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან ნატოს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. უწყების ცნობით, საუბრის მთავარი თემა იყო 2016 წელს დაგეგმილი ნატოს ვარშავის სამიტი. საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ითხოვს - თავდაცვის მინისტრი ალიანსის ლიდერებთან და პარტნიორებთან შეხვედრებს სწორედ ამ დღის წესრიგით იწყებს. „ვარშავის სამიტი, როგორც ამ შეხვედრაზე, ასევე დღეიდან მომავალი წლის 9 ივლისამდე ნებისმიერ ჩემს შეხვედრაზე იქნება საუბრის მთავარი თემა. ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება ცნობილია - ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებაზე. როგორც თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გადაწყვეტილება ცენტრის ადგილმდებარეობაზე უკვე მიღებულია და ქართული მხარე საბოლოო პასუხს ალიანსისგან ელოდება. „დღეს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ მათ პასუხს ველოდებით რათა რეალურად უკვე დაიწყოს სამუშაოები. ჩვენ მივიღეთ გენერალური მდივნისგან პირობა, რომ ის საქართველოში ამ წლის განმავლობაში ჩამოვა და სიმბოლურად შეიძლება სწორედ ამას დავამთხვიოთ საწვრთნელი ცენტრის გახსნა. ვინაიდან თარიღი არ ვიცით, ეს ჯერჯერობით გეგმაა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)