|
2018-07-09 16:33:34, 1078 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ინიციატივით, აჭარაში ყველაზე მასშტაბური რეგიონალური ბიზნესფორუმი გაიმართა
თიბისის ინიციატივით, სპეციალურად ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის ყველაზე მასშტაბური რეგიონალური ბიზნესფორუმები დაიწყო. პირველი ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „რედისონში" ჩატარდა და მასში მონაწილეობა დასავალეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ ვორქშოპებს და მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია, როგორებიცაა: ციფრული მარკეტინგი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, სასტუმროების მენეჯმენტი, ახალი ტექნოლოგიები, ლიზინგი, ფინანსები და სხვა. ექსპერტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა თიბისის მენეჯმენტისა და „აწარმოე საქართველოს" წარმომადგენლებმაც მიიღეს. „ბათუმის რეგიონალურ ბიზნესფორუმს დასავლეთ საქართველოში მოქმედი ბიზნესების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ბიზნესსხიალეებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღო. რეგიონალური ფორუმები გაგრძელდება და მის ფარგლებში, მეწარმეები პროფესიონალი სპიკერებისგან მიიღებენ უახლეს ინფორმაციას, რომელიც მათ სხვადასხვა მიმართულებებით დაეხმარება, იქნება ეს მაკროეკონომიკა, სოციალური მედია და მარკეტინგი, თუ გაყიდვების ტექნიკა", - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. თიბისის რეგიონალური ფორუმების მიზანია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებისთვის აქტუალური და საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა, ბიზნესსოციუმის წევრებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება და ზოგადად, ქვეყნაში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესფორუმი აჭარის შემდეგ უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს.
(R)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)