2018-07-05 09:47:39, 897 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.4474 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4474 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4441 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.8485 ლარი ღირს, ხოლო გუშინ, მისი შეძენა 2.8474 ლარად შეგეძლოთ. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა
ავტორი: ,