|
2018-07-04 19:46:22, 1132 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკება გაიმართა
3-4 ივლისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების" პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ქართული მხარის მხრიდან შეთანხმების ინიცირებას წინ უძღოდა ქართველი გადამზიდავების თხოვნა ჩინეთთან საავტომობილო გადაზიდვების დაწყების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის შესახებ. მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმდა პროექტის ძირითადი დებულებები და გაფორმდა შესაბამისი ოქმი. ტექსტზე საბოლოოდ შეჯერების (მოლაპარაკებების მეორე რაუნდი) მიზნით ჩინურმა მხარემ ქართული მხარე მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიიწვია. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდასა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ თანამშრომლობას. შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულ ნებართვის ბლანკებს გაცვლიან ერთმანეთში. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. შეთანხმების გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის მიზნით. მოლაპარაკებაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო გადაზიდვების განვითარება, სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებთან ერთად, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩინეთის ინიციატივის - "ერთი გზა, ერთი სარტყელის" რეალიზაციის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს", ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
(NS)
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)