|
2018-06-30 10:58:06, 536 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი საკალმახე მეურნეობა ამოქმედდა
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკალმახე მეურნეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, - შპს“ ლომის მთა“ საკალმახე მეურნეობაა, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა ვალერი ქვაჭრელიშვილმა, იმერეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა. შპს „ლომის მთა“ საკალმახე მეურნეობაში წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. საწარმო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 135,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 115,000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა. 2013 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 845 -ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. იმერეთის რეგიონში შექმნილია 10 ახალი საწარმო და გაფართოვდა 77 საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)