|
2018-06-29 17:08:20, 754 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას იწყებს
საქართველოს ბანკმა ღია ბანკინგის განვითარების ახალი პროგრამა BOG Fintech და ვებგვერდი www.fintech.ge წარადგინა. ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა. BOG Fintech პროგრამა რამდენიმე მსხვილ კომპონენტს მოიცავს, როგორც მოქმედი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, ასევე ერთეული სპეციალისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი პროექტის განსახორციელებლად ან გასავითარებლად საჭირო რესურსი დღეისათვის არ გააჩნიათ. სწორედ ასეთი პროექტების გამოსავლენად, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა კონკურსების, მათ შორის ფინტექ ჰაკათონების მოწყობა, რომელთა გამარჯვებულებს გადაეცემათ გრანტები და საშუალება ექნებათ პროექტის განვითარება საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებთან კონსულტაციით წარმართონ. აღსანიშნავია, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა ასევე შექმნა ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API. საქართველოს ბანკის ორგანიზებით 14-16 სექტემბერს გაიმართება პირველი ფინტექ ჰაკათონი, რომელიც გადახდების მიმართულებით საუკეთესო იდეებისა და პროტოტიპების მქონე გუნდებს გამოავლენს. ჰაკათონის პირობები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.fintech.ge “საქართველოს ბანკს ჰყავს ერთერთი ძლიერი ტექნოლოგიური გუნდი რეგიონში. ეს საშუალებას გვაძლევს საბანკო მომსახურების მობილური და ინტერნეტ აპლიკაციები სრულად შეიქმნას კომპანიის შიგნით და ამასთანავე, მომზადდეს პროგრამული გარემო შემდეგი თაობის, ღია ბანკინგის კონცეფციის დასანერგად. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისების API-ს, წარმოადგინონ მათი იდეები უკვე მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიიღონ საშუალება განავითარონ საუკეთესო იდეები ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი, კომფორტული და თანამედროვე სერვისების წარსადგენად“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
(R)
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)