01:02 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 13:53:14, 703 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საპასუხოდ, „შავ სიას“ ამზადებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის პეტრე გასიევის განცხადებით, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" საპასუხოდ, ოკუპირებული რეგიონი "შავ სიას" ამზადებს.

როგორც გასიევმა "სპუტნიკს" განუცხადა, "შავ სიას" სავარაუდოდ წლის ბოლომდე მიიღებენ.

"სამხრეთ ოსეთი საქართველოს მსგავს ქმედებებს უკვე მიეჩვია. ქვეყანა, რომელმაც ოსი ხალხის გენოციდი ორჯერ განახორციელა, მსგავს სიებს ქმნის - ეს აბსოლუტურად მათ სტილშია. ქართველი პოლიტიკოსები მე პატარა ძაღლს მაგონებენ, რომელიც უკან მოგსდევს, ფეხზე გკბენს, ხოლო როდესაც გახედავ, ისტერიკაში ვარდება, გარბის და ყველას ეწუწუნება, რომ აწყენინე. მუდმივად ასე იქცევიან და მათთან არაფერი იცვლება", - განაცხადა გასიევმა.

მისივე ინფორმაციით, დე-ფაქტო პარლამენტში დიდი ხნის წინ შემუშავდა პროექტი - "სამხრეთ ოსეთის პირადი სია", რომელსაც პირობითად "სანაკოევის სია" უწოდეს. ოკუპირებული რეგიონის მტკიცებით, გრიგორი სანაკოევი საქართველოში 1992 წელს სასტიკად მოკლეს.

"სია აუცილებლად დამტკიცდება და მასში საქართველოს, ამერიკის, უკრაინის და ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე შევა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის გენოციდში იღებდნენ მონაწილეობას, თუნდაც 2008 წლის ომის პირობებში", - აღნიშნა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ.

მანვე განმარტა, რომ ეს არ არის ქართული სიის საპასუხო ზომა, რადგან "სანაკოევის სიაზე" მუშაობა 2 წლის წინ დაიწყეს.

"ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს და სია იქნება ღია. საჭიროების შემთხვევაში სია გაფართვდება", - განაცხადა გასიევმა და დასძინა, რომ რეგიონი გამოიყენებს ყველა ტიპის სანქციას, "მათ შორის ინტერპოლის ხაზით".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics