|
2018-06-28 12:03:12, 851 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა ძლიერი პოლიტიკის ძალისხმევას ასახავს
მიმდინარე ეკონომიკური გაჯანსაღება შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო პოზიციის გაძლიერებამ ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად. განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება არის პოზიტიური, მისიის პირველ შეფასებასთან შედარებით 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 4.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სტრუქტურული რეფორმების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია საშუალოდ უფრო მაღალი 5.2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. დოკუმენტში პოზიტიურია შეფასებები სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებითაც. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა შედარებით მაღალი მდგრადობა 2014 წლის საგარეო შოკის მიმართ. ფონდი ადასტურებს, რომ ეკონომიკის მდგრადობა ასახავს ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ გათვალისწინებულ იქნა ფონდის მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციები და მოხდა ფისკალური დეფიციტის ეფექტიანი მართვა. 2017 წლის ბიუჯეტმა მიმდინარე ხარჯების შემცირების და არაპირდაპირი გადასახადების ზრდის შედეგად შესაძლებელი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა. საბანკო სექტორმა შეინარჩუნა სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანწილად ძლიერი პრუდენციული რეგულირების და ზედამხედველობის შედეგია. სავალუტო ფონდის დასკვნებსა და შეფასებებში აქცენტი გაკეთებულია სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების მიერ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და აღნიშნული რეფორმების პოზიტიურ შედეგებზე.
(NS)
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)