09:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 09:14:19, 362 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების შანსი სამართლებრივად ამოწურულია

„უკრაინის მოქალაქეობის მიღებით მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი საქართველოში სამართლებრივად ამოწურულია“,-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ფორმალურად სააკაშვილი ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა.

„პროცედურა არის შემდეგი - ჩვენ ან ჩვენით უნდა გამოვითხოვოთ ავთენტური დამოწმებული ასლი პრეზიდენტ პოროშენკოს აქტის, რის საფუძველზეც დაიწყება ოფიციალურად მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, რადგან ფორმალურად სააკაშვილი დღეს მოქალაქეა, თუმცა ფაქტობრივად მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის. სააკაშვილის ოდესაში გადაგზავნით ის მოარიდეს კიევს. რადგან სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ჩვენთვის მისი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის შანსი, სამართლებრივად ამოწურულია“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics