12:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 15:04:19, 789 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო აგარაში სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე სამხედროების გარდაცვალების ამბავს ეხმაურება. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყება მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვილთა ოჯახებს უსამძიმრებს:

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლების, გრიგოლ კამანდოს ძე გარაყანიძისა (13.03.1964) და უმცროსი სერჟანტ გაბრიელ ნოდარის ძე გვარჯალაძის (26.08.1974) დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული მსუბუქი ავტომანქანა „ŠKODA“, რომელსაც სავარაუდოდ გრიგოლ  გარაყანიძე მართავდა, თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილ სატვირთო ტრაილერს „DAFF“ შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე პიროვნება ადგილზევე გარდაიცვალა.

ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო მსუბუქ ავტომანქანაში მყოფმა ორმა პიროვნებამ. მათგან ერთის - ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლის, უმცროსი სერჟანტ ალექსანდრე აკაკის ძე კახიანის (26.11.1981) ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად ის მოთავსებულია ქალაქ გორში მდებარე სამედიცინო ცენტრში „გორმედი“. პირველადი გამოკვლევებით აღენიშნება თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და მრავლობითი მოტეხილობები. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მეორე პიროვნება, გრიგოლ გარაყანიძის შვილი -  ირაკლი გრიგოლის ძე გარაყანიძე შპს „გორმედში“ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ გაიწერა.     

მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი პირების ოჯახებს. მათ დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს", - ნათქვამია განცხადებაში.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics