|
2015-05-31 17:41:49, 611 ნახვა
საზოგადოება
შსს–მ პოლიციელის დღე ქუთაისში აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. შსს–ს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან: ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან. ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. სტუმრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. პრემიერ-მინისტრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოვიდა და თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შს სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. „მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს დანაშაულის პრევენციაზე. ნდობა და სიახლოვე საზოგადოებასთან პოლიციელის საქმეა და მე მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღრმავდება. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ პოლიცას ჰყავს კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი. ხაზგასმით მსურს მივულოცო მას დღევანდელი დღე. როცა კამპანია იყო აგორებული პოლიციის წინააღმდეგ, ბატონმა გომელაურმა შეძლო, ფაქტიურად თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი თავისი სიმშვიდით, პროფესიონალიზმით, თავისი საქმისადმი სწორი პოლიტიკური მიდგომით და მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მას მადლობას ასეთი ეფექტური საქმიანობისათვის", – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და შს მინისტრმა თავის გამოსვლებში აღნიშნეს გარდაცვლილი პოლიციელების მიერ პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი წვლილი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის შსს-ს პირველი ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სიკვდილის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელები - ბექა მარგიშვილი და გიორგი ბერუაშვილი დააჯილდოვა. მინისტრმა მედლები დაღუპული სამართალდამცველების ოჯახის წევრებს პირადად გადასცა. მედლით „მამაცობისთვის“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პოლიციელები - ვალერიან გრძელიშვილი და გიორგი მახარაშვილი დაჯილდოვდნენ. მინისტრმა მედლით „მამაცობისთვის“ ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებმაც ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის დროს მოქალაქეთა ევაკუაციაში მიიღეს მონაწილეობა: აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე - დეტექტივების განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი დავით პაპავა და უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი - გამომძიებელი, პოლიციის მაიორი ირაკლი შაქარიშვილი. მედლით „მამაცობისთვის“ ასევე დაჯილდოვდა თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვაჟა სირაძე. შს მინისტრმა „20 წელი უმწიკვლო სამსახურისათვის“ სამკერდე ნიშნით დააჯილოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ხათუნა დობორჯგინიძე. სამკერდე ნიშნით „10 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაჯილდოვდნენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი მალხაზ ლაგურაშვილი; სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს საზღვრის დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, პოლიციის მაიორი გიორგი ირემაძე; სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს ოპერაციების მზადყოფნის ქვეგანყოფილების უფროსი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი როზეტა კუკავა; სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის შტაბის G-2 დაზვერვისა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აბრამიშვილი; დაცვის პოლიციის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს ზონალური მუშაობის განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ზვიად ფირცხალაიშვილი. „მადლობის სიგელებით“ დაჯილდოვდნენ: შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ლეიტენანტი კობა გრიალაშვილი; 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურის სპეციალისტი, პოლიციის რიგითი ნატალია ლომთიძე და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ოცეულის ათეულის მეთაური, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ბექა გოტიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)