|
2018-06-27 11:19:59, 1011 ნახვა
ეკონომიკა
კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებენ, საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს
აშშ-ის კონგრესმენებმა 26 ივნისს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით მიმართეს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, წერილის ინიციატორები არიან აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე, კონგრესმენი პიტერ როსკამი (რესპუბლიკელი-ილინოისი) და თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა). წერილს ხელს აწერს 30 რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენი. „ჩვენ, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძლიერი მხარდამჭერნი მოგიწოდებთ, რომ აქტიურად განიხილოთ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება", - აღნიშნულია წერილში. წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო მდებარეობა ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის. „საქართველო წარმოადგენს ცენტრალური აზიის რვა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს კარიბჭეს, რაც ჯამში 120 მილიონ მოსახლეობასა და 300 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკას მოიცავს. საქართველოზე ასევე გადის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული ენერგომომარაგების მარშრუტი." - აღნიშნავენ კონგრესმენები. კონგრესმენები ხაზს უსვამენ საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს, განსაკუთრებით საგადასახადო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის მიმართულებით, რაც ინვესტირებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. მათი განმარტებით, აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, კიდევ უფრო გააძლიერებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში. იგი ამერიკული კომპანიებისათვის შექმნის საქართველოში ინვესტირების მეტ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხოებას. - ნათქვამია წერილში. „რეგიონზე ნეგატიური ეკონომიკური ზეწოლის პირობებში, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ ეკონომიკური და სავაჭრო სახის დესტრუქციული ქმედებების გზით წარმოებული აგრესიით, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმება არასდროს ყოფილა ასე ღირებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპიდან და ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანზიტის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით", - აღნიშნავენ კონგრესმენები. წერილში ხაზგასმულია, აშშ-სა და საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა; საქართველოს მიერ ბოლო ორ ათწლეულში, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების სფეროში მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი; ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი; ასევე, კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოს წამყვანი როლი. „ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ღრმა კავშირებს", - ნათქვამია წერილში. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)