13:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 13:07:32, 745 ნახვა

სამართალი
შსს-ს წარმომადგენელი - ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მაცხოვრებლებმა გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღეს

ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღეს, - ასე უპასუხა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა კახა სირაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის შეკითხვას.

კახიძე დაინტერესდა, რატომ არ დაილუქა მოზარდების მკვლელობის ადგილზე არსებული ფარდული და რატომ მოხდა მისი დემონტაჟი.

„საპროცესო კოდექსის 125-ე -127-ე კოდექსის მუხლების თანახმად, შემთხვევის ადგილი არის ის ადგილი, სადაც დანაშაული მოხდა, შესაბამისად უფლებამოსილი პირი აწარმოებს იმ ადგილის დათვალიერებას. შემთხვევის ადგილი დაცული არის მანამდე, სანამ შემთხვევის ადგილი თვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იქნა ყველა შესაძლო კვალი, ნივთმტკიცება, საგანი, გადაღებული იქნა 400-მდე ფოტო სურათი. დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს იქაურმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ჩვენგან დამოუკიდებლად. ეს ფარდული საყოველთაო საცხოვრებლის ფართიცაა, ეს წარმოადგენდა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარს და თვითონ მოსახლეობაც წუხდებოდა. ამ ფარდულის აღდგენა  შესაძლებელია, აღდგენადია ეს პროცესი, მთლიანი კონსტრუქციის დემონტაჟი არ მომხდარა, ფარდული დანაშაულის ერთ-ერთი კერაა, მაგრამ მასში შემთხვევის ყველა მონაწილე არ იმყოფებოდა“, - აღნიშნა კახა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. გამოკითხვაზე მყოფმა მშობლებმა, ადვოკატებთან ერთად, კომისიის წევრებს მომხდარი ტრაგედიის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და მოზარდების მკვლელობის საგამოძიებო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics