15:39 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 13:39:02, 414 ნახვა

პოლიტიკა
საია-ს ინფორმაციით, 12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საიას დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მიმდინარე შუალედურ არჩევნებს სენაკისა (№ 64.13 ფოცხო) და ზუგდიდის (№67.11 ერგეტა) ოლქებში აკვირდებიან. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, 12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამივე საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით და დროულად იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად.  საია-ში განმარტავენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელის ყოფნა უბანზე, ასევე  კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, რაზედაც კომიასიამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა  და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.

"საარჩევნო ადმინისტრაცია ადეკვატურად რეაგირებს საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და ასწორებს საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს.  დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერენ.
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას",-აცხადებენ საია-ში.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღის ბოლოს შეაჯამებს.
                                                                  

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics