|
2018-06-23 09:31:18, 832 ნახვა
სამართალი
შსს-მ წერეთლის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, ქურდობისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, 2003 წელს დაბადებული ლ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ.თ. კი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს ლ.ს.-მ, თანამზრახველებთან - ლ.კ.-სა და გ.თ.-სთან ერთად, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკა“ გაქურდა, საიდანაც მათ სხვადასხვა ფირმის 20 მობილური ტელეფონი წაიღეს. პოლიციამ 7 მოპარული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)