|
2018-06-22 22:10:36, 1142 ნახვა
სამართალი
შსს-მ მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა, რომელიც ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიაა ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ქალს დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)