|
2018-06-22 12:04:16, 1088 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“ მარკის ვაგონები ეყოლება
მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს. ამ მიზნით, დღეს, თბილისის მერიას, „საქართველოს რკინიგზასა“ და შვეიცარულ კომპანია „შტადლერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ, კომპანია „შტადლერის“ მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პეტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებამდე, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობა სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. „შტადლერთან“ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, რომ საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენება შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალ სამუშაო ადგილებს შევქმნით. ასევე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმართულებით, რადგან ახალი ავტობუსების შემოყვანა და სამგზავრო ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი. დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“ მარკის ვაგონები ეყოლება. ამ მიმართულებით, მგონია, რომ შეთანხმებას საბოლოოდ მივაღწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. კომპანია „შტადლერს“ საქართველოში ორსართულიანი მატარებლის - „შტადლერ ქისის“ სახით, რეალიზებული პროექტი უკვე აქვს. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით მოძრაობს და ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით გამოირჩევა. „რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ორი ორსართულიანი მატარებელი მივაწოდეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ერთობლივი საწარმო გაიხსნას, სადაც მეტროს ახალი ვაგონების აწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება“, - განაცხადა პეტერ შპულერმა. ვინაიდან, შვეიცარული კომპანიისთვის არსებული ბიზნესგარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, „შტადლერმა“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე სხვადასხვა სიმძლავრის საწარმო გააჩნია. კომპანია „შტადლერი“, როგორც სარკინიგზო სამგზავრო მატარებლებს, ასევე, მეტროსა და ტრამვაის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებს აწარმოებს. კომპანია საქართველოდან უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მატარებლებით რეგიონის მომარაგებას გეგმავს.
(NS)
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
რუსეთი უკრაინაში ყოველთვიურად 6000-ით მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახლებით ავსებს
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)