2018-06-22 09:30:26, 980 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.4579 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4579 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4573 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.8357 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.8414 ლარად შეგეძლოთ. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,