|
2018-06-21 17:41:51, 1346 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია Myway Airlines თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს
ქართული სამგზავრო ავიაკომპანია "Myway Airlines"-ი, 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს. რეისები თბილისი - თელ-ავივი - თბილისის საჰაერო ხაზზე 28 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველი ორშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია "Myway Airlines"-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა. ქართულმა ავიაკომპანიამ რეგულარული საავიაციო მიმოსვლა 12 ივნისიდან დაიწყო. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი "Myway Airlines"-ზე იანვარში, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა თებერვალში გაიცა. ამ ეტაპზე "Myway Airlines"-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)