|
2018-06-21 14:48:16, 469 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 14 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ფარგლებში 14 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა. რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა. საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებილი ფართი საკუთრებაში უკვე გადაეცა 57 ეკომიგრანტ ოჯახს. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში 2016-2017 წლებში უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)