2018-06-20 17:03:13, 1329 ნახვა
ეკონომიკა
ლარი ისევ გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4573 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4561 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.8414 ლარი იქნება, დღეს კი, მისი შეძენა 2.8363 ლარად შეგიძლიათ. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,