|
2018-06-20 15:19:00, 507 ნახვა
რეგიონი
დაბა მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის საველე სამუშაოები მიმდინარეობს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგებში საველე აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ახორციელებს. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის დაბა მანგლისში აზომილი და იდენტიფიცირებულია 3761 მიწის ნაკვეთი. საველე ტექნიკური სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდეა დაგეგმილი, რის შემდეგაც სარეგისტრაციო ბლოკის მონაცემები, როგორიცაა ბლოკში შემავალი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, საზღვრები, ფართობი, საკუთრების რეგისტრაციის უფლების მქონე პირის ვინაობა საჯაროდ გამოქვეყნდება. დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო ბლოკის მონაცემების გადამოწმება დაბა მანგლისის გამგეობის შენობაში შეუძლიათ. თუ დაინტერესებულ პირი გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ეთანხმება, მას 10 დღის განმავლობაში შეეძლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართოს. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, ყველა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითვალისწინებს. დაბა მანგლისი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს. საპილოტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ. საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია არ ზღუდავს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)