|
2018-06-20 11:16:19, 1279 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მესამე შეხვედრა მამების დღეს მიუძღვნა
„საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს პროექტის- „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მესამე შეხვედრა გამართა, რომელიც მამების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. საკონსულტაციო კომპანია „ინსორსისა“ და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული მესამე შეხვედრის თემა იყო: „ჩვენ და მომავალი თაობა“. ღონისძიების სპიკერმა E-space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სულხან გვალიამ შვილთან ერთად, ასევე „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ მის შვილთან ერთად ისაუბრეს მამებისა და შვილების თაობებს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, მამა-შვილურ ურთიერთობებზე. „პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო მამის საერთაშორისო დღე! სწორედ ამ დღეს დავამთხვიეთ ბიზნეს კაფეს მესამე შეხვედრა, რადგან საქართველოს ბანკი მუდმივად ცდლობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას კორპორატიულ კლიენტებს, რათა მათ დარჩეთ დრო საკუთარ ოჯახებთან მეტი ურთიერთობისთვის. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, რადგან საუბარი შეეხო მომავალი თაობის ინტერესებს და გამოწვევებას, ამ პროცესებში კი მშობლების თაობის თანამონაწიელობას. ჩვენ განვაგრძობთ, საინტერესო თემებზე შეხვედრებს, რადგან მნიშვნელოვანია ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება და წარმატების ისტორია, გაუზიარონ ერთმანეთს, იმსჯელონ ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ვასილ ხოდელმა.
(R)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)