15:23 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 16:30:33, 1101 ნახვა

ეკონომიკა
გაგუა: შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს

საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენციის მიუხედავად, შეინარჩუნებს სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების 9-10 პროცენტიან ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას,  რომ სოციალური ხარჯები გაიზრდება მშპ-ის ზრდის პროპორციულად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური ჩარჩო გულისხმობს მიმდინარე ხარჯების შემცირებას მშპ-თან მიმართებაში, მთავრობა კვლავ იქნება სოციალურად ორიენტირებული.

„სოციალური უზურნველყოფის მუხლით, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მიმართულებით დაფინანსებამ მშპ-ის 9-10 პროცენტი შეადგინა (2013 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი 7-8 პროცენტის ფარგლებში იყო). მომავალშიც, ხარჯების ზრდასთან ერთად, გადაიდგმება ნაბიჯები სოციალური პროგრამების ხარისხობრივი ზრდის მიმართულებით,  რათა ფინანსური რესურსები მაქსიმალურად იქნეს მორგებული, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების საჭიროებებზე", - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს და ქვეყნის განვითარების  მოთხოვნებს.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი  საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

„ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წარმატება  დადასტურდა ქვეყნის მე-5 ადგილით, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index) ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვივალობის შეფასებით და PEFA-ს ანგარიშით”, - განაცხადა მან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics