23:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 11:34:54, 450 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ჩინეთის ქალაქ ნანჩანის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის დედაქალაქ ნანჩანის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ქალაქ ნანჩანგის ვიცე-მერს ციუ სიანძუნს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძე სტუმრებს  აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სასტუმრო-ინდუსტრიის მიღწევებსა და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის დელეგაციას და აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ნანჩანგის ვიცე-მერმა ერთობლივი ეფექტიანი პროექტების განხორციელებაზე, ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე განიხილულ იქნა უკვე დაწყებული თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ჩინური ენის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილია ჩინური ენის შემსწავლელი კურსები.

მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

ჩინურმა მხარემ სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ  სხვადასხვა დარგში თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება.

ვიცე-მერმა კამყოფილება გამოხატა საქართველოში სტუმრობით, კერძოდ კი აჭარის რეგიონში ჩამოსვლით. ხაზგასმით აღნიშნა რეგიონის დიდი პოტენციალი როგორც ტურიზმის კუთხით, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

შეხვერას ,,საპარტნიორო ფონდი"-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და  აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ესწრებოდნენ. დავით საგანელიძემ  ხაზი გაუსვა ძიანსის პროვინციის გუბერნატორისა და გენერალური მდივნის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება საქართველო-ძიანსის პროვინციის ინვესტიციების ხელშემწყობი კონფერენცია.

ჩინური მხარის ინფორმაციით კონფერენციაში 150-ზე მეტი ჩინური კომპანია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული კონფერენცია უკვე ორჯერ ჩატარდა თბილისში და 2018 წლის სესიას კი შესაძლოა ბათუმმა უმასპინძლოს.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics