|
2018-06-16 11:26:23, 573 ნახვა
რეგიონი
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აჭარაში სოფლის განვითარება გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში ორი ფართომასშტაბიანი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პროექტის მესამე ფაზის დაწყების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ქრისტიან დანიელსონმა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ. პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში, აგროსერვის ცენტრში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. როგორც ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აგროსერვის ცენტრში წარმოდგენილი ნაწარმი, ისევე როგორც იქ არსებული სასათბურე მეურნეობები, არის გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი კონკრეტული და წარმატებული შედეგი საქართველოში. „სასიხარულოა, რომ დღეს აქ წარმოდგენილი პროდუქცია თავს იმკვიდრებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც. ეს კი შესაძლებელი გახდა სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, იმ პროგრამების შედეგად, რომელსაც ევროკავშირი და გაერო საქართველოში სოფლის განვითარებისთვის ახორციელებს", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და მადლობა გადაუხადა ENPARD-ის წარმომადგენლებს რეგიონში ახალი პროექტების დაწყებისთვის. ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ფართომასშტაბიანი პროექტი 2018-2022 წლებში განხორციელდება და მხარს დაუჭერს სოფლის განვითარებას (10 მილიონი ევრო) და მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას (12 მილიონი ევრო). ინიციატივებს განახორციელებს გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის, გაეროსა და ENPARD-ის პარტნიორებმა და ბენეფიციარებმა.
(NS)
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)