|
2018-06-15 17:04:50, 938 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის წევრები და თიბისი ბანკის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში თიბისი ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ერთობლივად განხორციელებული პროექტებიც. აზიის განვითარების ბანკი თიბისი ბანკთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკებმა ერთობლივად განახორციელეს 150 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები და კვლავაც აგრძელებენ თანამშრომლობას. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ADB-ის წარმომადგენლებმა პორტის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მენეჯმენტსა და ADB-ს შორის. აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით. ADB-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 2017 წლისთვის 32.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
(R)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)