00:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 16:27:55, 613 ნახვა

ეკონომიკა
ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ხუთწლიანი მონაწილეობის შეჯამების კონფერენცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში „საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის ხუთი წლის შეჯამების“ კონფერენცია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს ანგარიში ავღანეთის ISAF-ის საერთაშორისო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის შეფასებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო და შეიარაღებული ძალების დროშების შემოტანით დაიწყო. კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალური შტაბის უფროსმა განვლილ ხუთ წელს საამაყო წელი უწოდა. მან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა, შედეგები ბროშურის სახით გამოიცეს.

კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დახურა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში მიღებული გამოცდილებაზე    ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თემა დისკუსიების საგანი უნდა გახდეს. მან ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართველი ჯარისკაცები მაღალ შეფასებას იმსახურებენ.

კონფერენციაში მონაწილეობა გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა მიიღეს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

დღესვე, შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics