|
2018-06-15 11:24:50, 826 ნახვა
ეკონომიკა
Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება
Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება, საიდანაც ის მთელს საქართველოზე გავრცელდება და ყველა დიდი ქალაქში ჩატარდება. სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ფესტივალის სტარტის ადგილად აფხაზეთის ტერიტორია განგებ შეარჩია, რათა მასში მონაწილეობის, ლუდის დაგემოვნებისა და სიურპრიზების მიღების საშუალება ჩვენს აფხაზ ძმებსაც მისცემოდათ. დრო: 16 ივნისი; ღონისძიების ადგილი: რუხის სავაჭრო ცენტრი - Bavaria-ს ლუდის ფესტივალი იწყება. როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად ბავარიის სამშობლოში მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდება. რუხში დაგეგმილ ლუდის ნამდვილ დღესასწაულზე მიწვეულია ყველა. სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ლუდის ფესტივალზე დასწრების მსურველებზეც იფიქრა და მათთვის უფასო სატრანსპორტო საშუალებები გამოყო, რომლებიც მგზავრებს 16 ივნისის 17:00 საათიდან, გუბერნიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოემსახურებიან. „Bavaria" სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" თანამშრომლობით საქართველოში გრანდიოზულ ფესტივალს გეგმავს. თუ ლუდი და გართობა გიყვარს მას აუცილებლად უნდა დაესწრო. ლუდის ფესტივალს აფხაზეთიდან, სოფელ რუხიდან ვიწყებთ და ერთი თვის განმავლობაში მთელს საქართველოს დავფარავთ. Bavaria-ს ლუდის ფესტივალი ჩატარდება ყველა დიდი ქალაქში, ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ბევრი სიურპრიზი, რომელსაც წინასწარ ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ გათამაშებაში იქნება სუპერ პრიზი - მოგზაურობა ჰოლანდიაში. ასე, რომ თუ გინდა ნამდვილი, ხარისხიანი ლუდის დაგემოვნება, გართობა და სიურპრიზები მოდი Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე“- აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე. ბავარიის ლუდის ფესტივალი 21 ივნისს ქ. ქუთაისში გადაინაცვლებს.
(R)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)