07:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 19:30:57, 884 ნახვა

საზოგადოება
NGO - სააკაშვილს მოვუწოდებთ, დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან თავი შეიკავოს

სამოქალაქო პლატფორმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს ეხმაურება. 

როგორც „არა ფობიას!“ მიერ  გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილი ზოგიერთ განცხადებებში შედარების გზით დამამცირებელ და შეურაცხმოფელ კონტექსტში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფსა და ქალებს იხსენიებს.

„ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს: “საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“  პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატზე, შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა:  „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ … დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. ყველა პატრიოტთან და მეგობართან მქონია შეხება, მათ შორის ისრაელში არის ძალიან მაგარი საქართველოს პატრიოტი და მაგარი ხალხი, ამ ხალხთან მე მაქვს ძაან თბილი ურთიერთობა. ეს კაცი არის ჩვეულებრივი რუსი, რუსეთზე მუშაობს…”“- ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმის შეფასებით, მიუხედავად იმისა, განზრახული ჰქონდა თუ არა მსგავსი შედარებების გაკეთებით მიხეილ სააკშვილს რომელიმე ეთნიკური/ეროვნული ჯგუფის შეურაცხყოფა, მთელი ეთნოსისათვის ამა თუ იმ უარყოფითი მახასიათებლების მიწერით მან დამამცირებელ კონტექსტში წარმოაჩინა ერთ შემთხვევაში ჩეჩნები, მეორე შემთხვევაში კი ებრაელები. ამდენად, მისი განცხადებები იყო ქსენოფობიის შემცველი.

„გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა სექსისტური განცხადება, სადაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ნათია მეზვრიშვილზე წერს:  „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი” (პოსტის თავდაპირველი ვერსია ასეთი იყო: „ესაა კარგად ცნობილი ივანიშვილის კალთაში მჯდომი მსუბუქი ყოფაქცევის „პროკურორი“ ),“– ვკითხულობთ წერილში.

განცხადების მიხედვით, საჯარო პირებს, მათ შორის კი განსაკუთრებით პოლიტიკოსებს აკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა თავი შეიკავონ ისეთი გამონათქვამებისგან, რომელმაც შესაძლოა წაახალისოს რასიზმი, ქსენოფობია, თუ დისკრიმინაციის ან სიძულვილის სხვა ფორმები.

„მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, იქნებიან ეს ქალები, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენლები,“ – ნათქვამია განცხადებაში.
 

განცხადებს ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI), თანასწორობის მოძრაობა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საფარი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics