2018-06-14 17:11:46, 996 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4628 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4623 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9118 ლარი იქნება, დღეს კი, მისი შეძენა 2.8966 ლარად შეგიძლიათ. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0152 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,