07:23 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 12:58:22, 751 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს,12:00 ზე დაიწყება, – ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც, გვანცელაძემ აღნიშნა, რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება.

„აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები“,-განაცხადა გვანცელაძემ. 

მისივე თქმით, მეორე ეტაპი 22 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება, სადაც შესაძლებელი იქნება დარეგისტრირდეს ყველა ის აღსაზრდელი, რომელიც პირველი ეტაპის კატეგორიას არ მიეკუთვნება.
„წინა წელთან შედარებით 3 000–ზე მეტი აღსაზრდელის რეგისტრაციას შევძლებთ. წელს სულ თბილისის ბაგა–ბაღებში 15 000–მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი, შემოდგომაზე 9 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ორ ბაგა–ბაღას კი ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება“, – განაცხადა გვანცელაძემ. 

მისივე თქმით, ახალ ბაღებს უკვე მიენიჭათ ნომრები, კერძოდ ნაძალადევის რაიონში, ხეხილ–სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს #49 საბავშვო ბაღი, სოფელ დიღომში – #67, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში – #73, სოფელ გლდანში – #53, გლდანის მესამე მიკრორაიონში – #57, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში – #44; წყნეთში – #118; დიდუბის რაიონში, ზუგდიდის ქუჩა #3–ში – #38, ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე კი – #68.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics