|
2018-06-13 11:42:14, 718 ნახვა
საზოგადოება
თბილისში უახლოეს მომავალში ორი ახალი პარკი გაშენდება
თბილისში უახლოეს მომავალში ორი ახალი პარკი გაშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, თბილისის მერია ე.წ. დიღმის ჭალებსა და ე.წ. თემქის ხევში ახალი პარკების გასაშენებლად, სპეციალურ კვლევას ჩაატარებს. „გვინდა, ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ. ამ მიზნით, კვლევას ვიწყებთ. კონკრეტულად, ეს არის ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება, მათ შორის, მტკვართან სიახლოვის არსებობის მხრივ. მეორე ტერიტორია კი, ე.წ. თემქის ხევია, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით, 80 000 მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და საპარკე-სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, თბილისის მერია შესაბამისი კვლევის მომზადებაზე მუშაობას იწყებს, მათ შორის, თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით. მგონია, რომ თემქის ხევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგვიძლია, ეს პროექტი განვახორციელოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის ინფორმაციით, ასევე, გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში, დაახლოებით, სამ ჰექტარზე ახალი პარკი მოეწყობა. „აღნიშნული პარკის პროექტი არსებობდა, თუმცა მასში გარკვეული ხარვეზები იყო. ზოგადად, ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. მოსახლეობის თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ რაღაც მიმართულებებით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი ქალაქის ინტერესებიდან, თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ მერის მოადგილეს მაია ბითაძეს დაავალა, რომ ქალაქში არსებული 12 დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები მომზადდეს. „არსებული საქალაქო პარკების მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, მინდა დაგავალოთ, რომ წელს უკვე პროექტები გაამზადოთ და მომავალ წელს, 12-ვე დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პარკების კულტურა დავაბრუნოთ და ადამიანებს შევუქმნათ ისეთი კომფორტი, რომ პარკებში შესვლა სასიამოვნო იყოს. ამას საზოგადოებაც ითხოვს. არსებულ ინფრასტრუქტურას მოწესრიგება სჭირდება. რაც არ გაგვაჩნია, იმ ადგილას ახალი უნდა შევქმნათ“, - მიმართა დედაქალაქის მერმა მაია ბითაძეს. მერის მოადგილის ინფორმაციით კი, მიმდინარე წელს ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. „ეს არის ე.წ. წურწუმიას პარკი, რომელიც აბსოლუტურად ამორტიზებული და მოძველებული იყო. უკვე იწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე, იწყება გოძიაშვილის სახელობის ე.წ. წითელი პარკის სრული რეაბილიტაცია. ორივე შემთხვევაში, ძალიან კარგი პროექტებია წარმოდგენილი და წლის ბოლოს, თბილისელებს საშუალება ექნებათ, რომ ამ ორი დიდი პარკის განახლებული ფორმით ისარგებლონ. რაც შეეხება თქვენს დავალებას, ჩვენ დღესვე დავიწყებთ მუშაობას დიდი პარკების რეაბილიტაციის პროექტების მომზადებისთვის“, - მიმართა მაია ბითაძემ დედაქალაქის მერს.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)