|
2018-06-13 11:13:40, 956 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად მოვკიდეთ ამ კარვებს ხელი და გადავიტანეთ ტროტუარზე
შინაგან საქმეთა მინისტროს მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში, რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციის მიერ კარვების აღების შესახებ ისაუბრა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და კარვებიც კანონის სრული დაცვით გადაიტანეს გზის სავალი ნაწილიდან. „მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს კარვები აბსოლუტურად მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში გადავიტანეთ ტროტუარზე, მოქალაქეებს მივეცით იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატვის თავისუფლების რეალიზება მშვიდობიან გარემოში, უკვე ტროტუარზე მოეხდინათ. ყველამ კარგად ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები. ეს კარვები უკვე ამ ადამიანების მხრიდან გამოიყენებოდა არა როგორც გამოხატვის თავისუფლების ეფექტიანი რეალიზაციის შესაძლებლობა, რასაც ჩვენც ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, იმიტომ, რომ, როგორც სამართალდამცავი ორგანო, ჩვენც პატივს ვცემთ კანონს... ეს კარვები, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ გამოიყენებოდა როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ინსტრუმენტი, იმიტომ, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარავში შესულ პოლიციელებს ჯერ ერთი - არ უშვებდნენ, მეორე - შიგნით შესულ პოლიციელებს რომლებსაც, რომლებსაც აბსოლუტურად ჰქონდათ ამისი უფლება, იმიტომ, რომ ეს არ იყო ვიღაცის კერძო საკუთრება, სადაც შესვლას, მაგალითად, მოსამართლის განჩინება სჭირდება, პირობითად რომ ვთქვათ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)