07:23 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 16:04:16, 785 ნახვა

საზოგადოება
12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით EMC-იმ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და პარალელურად, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე აქციებისას პოლიციის მოქმედება, ძალის დემონსტრირების ცალსახა და ბოლო დროის უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

„2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის რამდენიმე კლუბში ერთდროული და მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება განახორციელა. კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და პარალელურად, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე სპონტანური საპროტესტო აქციებისას პოლიციის მოქმედება, სახელმწიფოს მხრიდან ძალის დემონსტრირების ცალსახა და ბოლო დროის უპრეცედენტო შემთხვევა იყო. 12 მაისის ღამის მოვლენებს რამდენიმე ათეული ადამიანის,  მათ შორის, სპონტანტური აქციის შესაძლო ლიდერების ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა. რიგ შემთხვევებში, პოლიციის მოქმედებაში იკვეთებოდა თვითნებური დაკავების და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენების შესაძლო შემთხვევები.

12 მაისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით, EMC გაესაუბრა და დეტალური ახსნა-განმარტება ჩამოართვა კლუბების შიგნით ან/და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ არაერთ პირს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სპონტანურად გამართულ აქციაში, მათ შორის, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს. ამ საკითხების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, 2018 წლის 12 მაისს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები, რის საფუძველზეც EMC-იმ მიმართა თბილისის პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

კერძოდ, თბილისის პროკურატურას, EMC-იმ მიმართა ოთხი განცხადება, რაც უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ შესაძლო უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებს. პროკურატურისთვის გაგზავნილი განცხადებებიდან:

ერთ შემთხვევაში საუბარია პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილის შესაძლო უკანონო დაკავებასა და ძალადობაზე;

ორ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები მიუთითებენ, რომ მათი დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ დაკავება იყო უკანონო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო;

ერთ შემთხვევაში მოქალაქე საუბრობს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე.

მოვუწოდებთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით და უზრუნველყოს გამოძიების სწრაფად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმოება.

როგორც ცნობილია, 12 მაისის მოვლენებს სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც. შესწავლის პროცესში გათვალისწინებისა და რეაგირების მიზნით, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის აპარატში. ამასთან, EMC და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებენ, 2018 წლის 12 მაისს, თბილისში არსებულ ღამის კლუბებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო/საგამოძიებო ღონისძიებების კანონიერების შეფასებას და ამზადებენ ერთობლივ ანგარიშს“, - ნათქვმია EMC-ის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics