2018-06-12 09:26:48, 2644 ნახვა
მსოფლიო
სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა - ვიდეო
სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. "შეხვედრა შესანიშნავად მიდის" - უთხრა ჟურნალისტებს აივანზე გამოსულმა დონალდ ტრამპმა.
„ძველი პრაქტიკა და ის ცუდი აზრი, რაც გვქონდა, დაბრკოლებას ქმნიდნენ ჩვენს გზაზე, მაგრამ ჩვენ ეს გადავლახეთ და დღეს აქ ვართ“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა. „ეს სიმართლეა“, - ასე უპასუხა კიმ ჩენ ინის რეპლიკას დონალდ ტრამპმა.
განცხადებების შემდეგ, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. შეხვედრას მხოლოდ თარჯიმანი დაესწრო. აუდიენცია დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.
ავტორი: ,