|
2018-06-11 23:00:00, 1148 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ინოვაციური პროექტების გამარჯვებულებს სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში დაეხმარება
„ინოვაციური პროექტების გამარჯვებულებს სახელმწიფო მხარში დაუდგება და პროექტების განხორციელებაში დაეხმარება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრაზე განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 18 გამარჯვებული სტარტაპი 2018 წლის 25 მაისს გამოვლინდა. თითოეულ მათგანს გადაეცა გრანტი 100 000 ლარის ფარგლებში. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, იმ თანხის გარდა, რომელთაც სტარტაპებს გრანტის სახით გადაეცემათ, სახელმწიფო დამწყებ ბიზნესებს ასევე დაეხმარება მარკეტინგით, ბრენდინგით და მენტორშიფით. მენტორები მათ გაუწევენ კონსულტაციებს, როგორც სტარტაპის სტრატეგიული განვითარების, ასევე კონკრეტულ დარგში ბიზნეს-აქტივობის მიმართულებით. აღნიშნული საშუალებას მისცემს გამარჯვებულ სტარტაპერებს განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი საქმიანობა. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)