07:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 17:51:08, 626 ნახვა

სამართალი
კუპრავამ სხვა დაკავებულებთან ერთად საქალაქო სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

ზვიად კუპრავამ და მასთან ერთად დაკავებულმა სამმა პირმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კუპრავას თქმით, სასამართლო პროცესი მართულია.

მისივე თქმით, მოსამართლეს უკვე წინასწარ აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ვარაუდობენ, რომ ისინი პატიმრობაში დარჩებიან.

ზვიად კუპრავას თქმით, ის პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული.

მოსამართლე  პარლამენტის წინ დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა, რომელიც რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics