|
2015-05-29 12:30:53, 515 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ აბაშიძე: რუსეთში შეიძლება, დამატებით ასობით მილიონის პროდუქცია გავიდეს
"რუსულ ბაზარზე შეიძლება, დამატებით ასობით მილიონის პროდუქცია გავიდეს", - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე იქნება საუბარი. ამასთან, აბაშიძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო შეარჩევს ექსპერტს, რომელიც აბაშიძე-კარაისინის ფორმატში შეხვედრას დაესწრება. "შეხვედრაზე საუბარი გვექნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ეკონომიკის სამინისტრო შეარჩევს ექსპერტს, რომლის დასწრებაც, ვფიქრობ ლოგიკური იქნება. მრავალი თემაა, სოფლის მეურნეობის სამინისტროა დაინტერესებული ამ საკითხების განხილვით. საუბარია ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე. რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის რაღაც ნაწილი ჯერ არ გადის. ეს პროდუქცია რუსეთში რომ გავიდეს, ამაზე განხილვა მიდის. საკმაოდ დიდ მოცულობაზეა საუბარი. შეიძლება, რუსეთის ბაზარზე დამატებით ასობით მილიონის პროდუქცია შევიდეს", - აღნიშნა აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)